Accentnews.ge
უკრაინის ჯარს მეტი ტერიტორიის გათავისუფლების შესაძლებლობა ექნება – სტოლტენბერგი

უკრაინის ჯარს მეტი ტერიტორიის გათავისუფლების შესაძლებლობა ექნება – სტოლტენბერგი

21/04/2023 17:53:47 მსოფლიო

უკრაინის ჯარს უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლების შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გენმდივანმა აღნიშნა, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა სხვადასხვა შესაძლებლობების, სისტემების, მიწოდებების აღრიცხვა იყო, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ მეტი ტერიტორია დაიბრუნონ.

მან დაადასტურა, რომ აშშ-მა და გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის Patriot–ის ტიპის სისტემები უკვე გადასცეს, თუმცა ოდენობა არ დააკონკრეტა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი ახლა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზე არის კონცენტრირებული, ომის შემდეგ კი ფოკუსირდება იმაზე, რომ კიევს ჰქონდეს “შეკავების ძალები ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.”

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S