Accentnews.ge
რუსეთმა ყირგიზეთის დასასჯელად რძის პროდუქტებზე ემბარგო დააწესა

რუსეთმა ყირგიზეთის დასასჯელად რძის პროდუქტებზე ემბარგო დააწესა

21/04/2023 17:16:51 მსოფლიო

რუსეთი ყოფილი სსრკ ქვეყნების მიმართ ეკონომიკის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ჩვეულ პრაქტიკას აგრძელებს. მას შემდეგ, რაც ყირგიზეთმა რუსული კირილიცადან ლათინურ ალფაბეტზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, როსპოტრებნადზორმა სასწრაფოდ აღმოაჩინა ყირგიზულ რძის პროდუქტებში "არაფერექტურობა" და რუსეთში მათი შეტანა აკრძალა.

19 აპრილს ყირგიზეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, ქვეყანა რუსული კირილიციდან ლათინურ ალფაბეტზე გადადის.

როგორც კანონპროექტის წარმდგენმა დეპუტატებმა განმარტეს, ეს აუცილებელია სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის რეფორმისთვის და ყირგიზული ენის დასაცავად.

"ძირძველი ყირგიზული სიტყვები კირილიცით არასწორად იწერება. როგორ ვზარდოთ ამ პირობებში მომავალი თაობები? ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა ენის გადარჩენაა და ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ლათინურ ალფაბეტზე გადასვლით შეგვიძლია" - აღნიშნეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S