Accentnews.ge
გროზევს რუსეთში ახალი ბრალი წარუდგინეს

გროზევს რუსეთში ახალი ბრალი წარუდგინეს

21/04/2023 16:21:29 მსოფლიო

რუსულმა სასამარლომ Bellingcat-ის გამომძიებლის ხრისტო გროზევის დაპატიმრების ნებართვა გასცა. როგორც იტყობინებიან, მოსკოვის ლეფერტოვოს რაიონულ სასამართლოს რუსეთის "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო" გროზევის დაპატიმრების შესახებ მოთხოვნით გამოძიებამ მიმართა.

გასული წლის დეკემბერში გროზევზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა. მოგვიანებით რუსეთის საიდუმლო სამსახურმა მას უკრაინის დაზვერვისთვის დახმარებაში დასდო ბრალი, რასაც გროზევი უარყოფს. თუმცა ამჟამად რატომ ედება ბრალი საზღვრის გადაკვეთაში, არ არის დაზუსტებული.

ხრისტო გროზევი Bellingcat-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. Bellingcat-ს უკავშირდება მნიშვნელოვანი გამკოძიებები, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის თაობაზე ევროპის ტერიტორიაზე, მათ შორისაა გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე, დონბასში მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების და რუსი ოპოზიციონერის, ნავალნის მოწამვლის გარემოებები. ამჟამად უკრაინაში სწავლობს რუსული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს.

მუქარების გამო გროზევი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ავსტრია, სადაც ხანგრძლივი დროით ცხოვრობდა და აშშ-ში გადასულიყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S