Accentnews.ge
დათო ტურაშვილს გულზე ოპერაცია გაუკეთეს

დათო ტურაშვილს გულზე ოპერაცია გაუკეთეს

21/04/2023 16:10:22 საზოგადოება

მწერალ დათო ტურაშვილს სამი დღის წინ ისრაელში ოპერაცია გაუკეთეს.

როგორც მწერლის შვილი ანაკო ტურაშვილი „ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

„დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია. ექიმმა, რომელმაც ჩვენდა ბედად, გამონახა დრო დათოს მდგომარეობის შესამოწმებლად, დათო გადაარჩინა. დეტალებს აღარ დავწერ, პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ და ისედაც გაოგნებულები დასცქეროდნენ დათოს და ეკითხებოდნენ საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო.

და ეს ყველაფერი ასე ბედნიერად არ ჩაივლიდა, რომ არა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა დათო ისრაელის კლინიკაში, იმ საოცარი ხალხის ხელში. ამიტომ დათოს მესამედ დაბადება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მას ჩვენი ოჯახისგან", - წერს ანაკო ტურაშვილი.

მწერალი რამდენიმე დღეში გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა, როგორც მისი შვილი აღნიშნავს, მას გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება.

დათო ტურაშვილი 19 მარტს ტელეკომპანია „ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, როდესაც მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას გამოეხმაურა, ცუდად გახდა.

19 მარტს „3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით. რა მუხლით დაიჭირეს, იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ, მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო...",– თქვა მაშინ ტურაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S