აშშ-მა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დაარტყა
21/04/2023 14:11:23 მსოფლიო
აშშ-მა მძიმე დარტყმა მიაყენა ათობით ტანკერისგან შემდგარ რუსულ ჩრდილოვან ფლოტს, რომელსაც რუსული ნავთობი აზიაში დასავლური სანქციების გვერდის ავლით გაჰქონდა.
ინდოეთში რეგისტრირებული Gatik Ship Management, რომელიც გასულ წელს რუსული ნავთობის უმსხვილეს გადამზიდად იქცა, ამერიკულმა სადაზღვევო კლუბმა ზღვრული ფასის სასანქციო მექანიზმის დარღვევის გამო საერთაშორისო დაზღვევის გარეშე დატოვა, - იუწყება "Bloomberg".
ცნობისთვის: ხსენებული ამერიკული კლუბი გემთმფლობელების ურთიერთდაზღვევის კლუბების საერთაშორისო ჯგუში (International Group of P&I Clubs, или IG P&I) შედის, რომელიც მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების 90%-ს აზღვევს.


