Accentnews.ge
მედია – ევროკავშირი მოლდოველი ოლიგარქების სანქცირების საკითხს განიხილავს

მედია – ევროკავშირი მოლდოველი ოლიგარქების სანქცირების საკითხს განიხილავს

21/04/2023 13:28:24 მსოფლიო

ევროკავშირი განიხილავს იმ მოლდოველი ოლიგარქების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს, რომლებიც მოლდობვაში პროდასავლური მთავრობის დამხობას ცდილობენ, – იუწყება Euobserver.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები დაწესება იგეგმება იმ პირებისა და ორგანოების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოლდოვაში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

მისი ინფორმაციით, სანქციების პროექტი მოიცავს აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.

როგორც გამოცემა იტყობნება, სანქციების პროექტი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S