ჯანმო - სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა
21/04/2023 13:21:55 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში, არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 3 500 დაშავდა.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, დაღუპულთა შორის, სულ მცირე, ცხრა ბავშვია, დაშავებული ბავშვების რაოდენობა კი 50-ს აჭარბებს.
ცნობისთვის: 16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ ომდურმანში, "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ 16 აპრილიდან დღემდე ზავი ორჯერ გამოცხადდა, ბრძოლები მაინც გრძელდება და სუდანში ჩარჩენილი უცხოელები ქვეყნის დატობებას ვერ ახერხებენ.
სუდანის დედაქალაქ ხართუმში 30-მდე ქართველიც არის ჩარჩენილი და მათი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.


