Accentnews.ge
ქართულ ლიტერატურას პირველად წარადგენენ ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობაზე

ქართულ ლიტერატურას პირველად წარადგენენ ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობაზე

21/04/2023 12:44:46 საზოგადოება

25-27 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი პირველად წარადგენს ქართულ ლიტერატურას ბუენოს აირესის 47-ე საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.

ამჯერად საქართველოს სტენდი ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კოლექტიურ სტენდის ნაწილი იქნება, სადაც გამოიფინება ქართველი ავტორების უახლესი თარგმანები ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ასევე მწერალთა სახლის მიერ მომზადებულ კატალოგები ქართველი მწერლების შესახებ.

არგენტინაში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები არგენტინის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, პანელური დისკუსიები, რომლის მიზანიც ესპანურენოვან სამყაროში ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაზრდაა.

არგენტინელ მკითხველს და არა მხოლოდ მათ, ქართულ ლიტერატურას გააცნობს სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი, "მწერალთა სახლის" მთარგმნელობით პროგრამას კი წარადგენს ორგანიზაციის დირექტორი, ნატალია ლომოური.

ქართული სტენდი საგამომცემლო სექტორის პროფესიონალებისთვის 25 აპრილს გაიხსნება და 27 აპრილის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. ბაზრობა დამთვალიერებლებს უმასპინძლებს 27 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით.

ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დიდი წიგნის ბაზრობაა ესპანურენოვან სამყაროში.

ბაზრობა სამი კვირის განმავლობაში გრძელდება და მილიონზე მეტ მკითხველს და 12 000-ზე მეტ საგამომცემლო სექტორის პროფესიონალს მასპინძლობს.

წელს ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქალაქი სანტიაგო იქნება.

2021 წელს საქართველო თავისი ეროვნული სტენდით მექსიკაში, გვადალახარას წიგნის ბაზრობაზეც იყო წარდგენილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S