Accentnews.ge
კანადამ უკრაინისთვის $28.9 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

კანადამ უკრაინისთვის $28.9 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

21/04/2023 12:31:49 მსოფლიო

კანადის ხელისუფლება უკრაინის დასახმარებლად $39 მილიონი კანადური დოლარის ($28,9 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კანადის თავდაცვის მინისტრ ანიტა ანანიდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, დახმარების პაკეტი მოიცავს 40 ცალ სნაიპერულ შაშხანას, Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის განკუთვნილ 16 რადიოსადგურს და NATO-ს მიერ შექმნილ კიევის დახმარების ფონდში კონტრიბუციას.

ცნობილია, რომ NATO-ს ფონდში კანადის კონტრიბუცია $34,6 მილიონი კანადური დოლარი იქნება, რომელიც უკრაინას საწვავითა და სხვა რესურსებით მომარაგებაში დაეხმარება.

„დონაცია და მხარდაჭერა რომელიც კანადამ დღეს დააანონსა, დაგვეხმარება უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანიდმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანადის მიერ გამოგზავნილი Leopard 2-ის ტანკები უკვე პოლონეთშია, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს კანადელი ინსტრუქტორები ამ ტექნიკის მართვას ასწავლიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S