Accentnews.ge
M1 Abrams-ები უკრანაში ბრძოლის  ველზე უკვე შემდგომაზე გამოჩნდება

M1 Abrams-ები უკრანაში ბრძოლის  ველზე უკვე შემდგომაზე გამოჩნდება

21/04/2023 12:32:10 მსოფლიო

აშშ-მა უკრაინისთვის M1 Abrams ტანკების მიწოდების განრიგს რადიკალურად გადახედა, - იუწყება "The New York Times" ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

მისივე მონაცემებით, უკვე უახლოეს კვირებში გერმანიაში 31 ასეთ ტანკს ჩაიტანენ და მათ გამოყენებაში უკრაინული ეკიპაჟების მომზადება დაიწყება, რომელიც 10 კვირას გასტანს.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების გათვლით, ბრძოლის ველზე ამ ტანკებს უკვე შემოდგომაზე ვიხილავთ და ისინი უკრაინელებს კონტრშეტევასა და გათავისუფლებული ტერიტორიების შენარჩუნებაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ.

ცნობისთვის: თავიდან პენტაგონში აცხადებდნენ, რომ "აბრამსები" ბრძოლის ველზე რთულ უზრუნვეყოფასა და ეკიპაჟების ინტენსიურ მომზადებას მოითხოვდა, თუმცა საბოლოოდ საკითხი გადაიხედა და შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.

თავდაპირველი გეგმით, ტანკები უკრაინას მხოლოდ 2024 წელს უნდა მისწოდებოდა, თუმცა პენტაგონის ხელმძღანელობამ პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა, - წერს NYT.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S