კიევმა რუსეთის საელჩოსთან მიწის საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტა
21/04/2023 10:22:03 მსოფლიო
კიევის საქალაქო საბჭომ უკრაინაში რუსეთის საელჩოსთან მიწის საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტა, - იუწყება Telegram-ში ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო.
ამასთანავე, უკრაინელმა დეპუტატებმა ქვეყნის მთავრობას მიმართეს რეკომენდაციით, რუსეთის დიპწარმომადგენლობის ქონება სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნოს.
წინადადება იმ მიწის საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ, რომელზეც საელჩოა განთავსებული, აპრილში საპრეზიდენტო პარტია "ხალხის მსახურმა" დააყენა.


