Accentnews.ge
რუსეთის ბიუჯეტში "გარღვევამ" რეკორდულ 5 ტრილიონ რუბლს მიაღწია

რუსეთის ბიუჯეტში "გარღვევამ" რეკორდულ 5 ტრილიონ რუბლს მიაღწია

21/04/2023 09:18:46 მსოფლიო

რუსეთის მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების არნახული ტემპით ზრდას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობისა და გაზისგან საგადასახადო შემოსავლები თითქმის სამჯერაა შემცირებული, - იუწყება რუსული მედია "ელექტრონული ბიუჯეტის" სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან 19 აპრილის ჩათვლით რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 10,144 ტრლნ რუბლი დახარჯა. იმავე პერიოდისთვის სახაზინო შემოსავლებმა მხოლოდ 5,373 ტრლნ რუბლი შეადგინა. ამგვარად, საგადასახადო მოგებით უზრუნველყოფის გარეშე დარჩა მთავრობის მიერ დახარჯული თითქმის ყოველი მეორე რუბლი, დეფიციტმა კი 4,77 ტრლნ-ს მიაღწია, რაც წლიურ გეგმას 1,6-ჯერ აღემატება.

"აპრილის მონაცემები მაშოკირებელია", - წერენ MMI-ს ანალიტიკოსები: მხოლოდ ერთ კვირაში - 11-17 აპრილის პერიოდში საბიუჯეტო დანახარჯებმა 1,14 ტრლნ-ს მიაღწია, ანუ დღე-ღამეში 162 მლრდ რუბლს, რაც მარტის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

ხარჯები უპირველესად, უკავშირდება შეიარაღების წარმოებას ჯარისთვის, რომელმაც უკრაინასთან ომში უკვე 10 ათასზე მეტი ერთეული ტექნიკა დაკარგა. არმიისა და ძალოვანი უწყებების დაფინანსებისთვის 2023 წლის ბიუჯეტში რეკორდული 10 ტრილიონ რუბლია ჩადებული.

ცნობისთვის: რუსეთის რეგიონები გასული წლის ბოლოს საგადასახადო მოსაკრებლების მკვეთრ შემცირებას გადაეჩეხნენ, ხუთი მათგანი კი საერთოდაც, სრული კოლაფსის მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S