
ნარმანია – ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე ტარიფის ზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება
21/04/2023 09:02:49 საზოგადოება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე ტარიფის ზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
“ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში არ ველოდებით ტარიფების მატებას. ბუნებრივი გაზის ტარიფები გასული წლის დეკემბერში დავადგინეთ და უცვლელად დავტოვეთ. ელექტროენერგიის ნაწილშიც პერიოდულად გადახედვა გვიწევს და ბოლო გადახედვა გვექნება მაშინ, როცა ბაზარი გაიხსნება, თუმცა ბაზრის გახნის პირობებშიც ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან ვუყურებთ ენერგიის ღირებულებას, კომპანიების ფინანსურ მაჩვენებელს ვალუტის გაცვლით კურსს და სხვა. ტარიფების ზრდა ელექტროენერგიის სექტორში მოსალოდნელი არ არის”,-ამბობს ნარმანია.
რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, მისი თქმით, "აქ ტარიფების გადახედვა დეკემბერშია დაგეგმილი".
გასული წლის ბოლოს სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფი როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში უცვლელად დატოვა. ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3-წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები 5 წლიან პერიოდზე განისაზღვრა.