ერდოღანი მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში უფასო გაზს ჰპირდება
21/04/2023 09:00:32 მსოფლიო
თურქეთის მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს ბუნებრივ აირს სამზარეულო საჭიროებისა და ცხელი წყლისთვის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პარასკევს შავი ზღვის გაზის მოწოდების დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, საწყის ეტაპზე თურქეთი დღეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს გამოიმუშავებს, ხოლო პროექტის სრული სიმძლავრისს, დღეში 40 მილიონი კუბური მეტრის წარმოებით, შესაძლებელი იქნება ქვეყნის გაზის მოთხოვნილების 30% - ის დაფარვა.
"პროექტი განხორციელდა 32 თვის განმავლობაში", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა და აღნიშნა, რომ ამ გზით თურქეთმა "დიდი ნაბიჯი გადადგა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ".
ამ დაპირებების ფონია კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ქვეყანაში ერთი თვის შემდეგ 14 მაისს იმართება.


