მძღოლის სიმთვრალის გამო რუსებს 65 მლნ-იანი С-400 თხრილში გადაუვარდათ
21/04/2023 08:34:58 მსოფლიო
მძღოლის სიმთვრალის გამო რუსეთის თვდაცვის სამინისტროს კუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 თხრილში აღმოჩნდა ჩაგდებული, - იუწყება რუსული მედია.
მისივე ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც С-400 გადაჰქონდათ, კოლონის შემადგენლობაში გადაადგილდებოდა, თუმცა გარკვეულ მომენტში, ქალაქ ტულის მიდამოებში სხვა მანქანებს ჩამორჩა, 33 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ათობით მილიონი დოლარის ღირებულების კომპლექსი თხრილში გადაჩეხა.
ცნობისთვის: პოლკი 16 ერთეული С-400-ის შემადგენლობით $1 მლრდ-ზე მეტი ღირს, ერთი მანქანა კი $62,5 მლნ, ანუ 5 მლრდ რუბზე მეტი ჯდება.


