Accentnews.ge
25– დღიანი პაუზის შემდეგ რუსეთმა კიევს "დრონებით" კვლავ შეუტია

25– დღიანი პაუზის შემდეგ რუსეთმა კიევს "დრონებით" კვლავ შეუტია

21/04/2023 08:05:37 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს "დრონებით" კვლავ შეუტია.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ მცირე, მტრის 12 "დრონით" იყო შეტევა დღეს დილით კიევზე.

შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 8 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ბრიანკის ოლიქდან იყო გაშვებული.

"25– დღიანი პაუზის შემდეგ უკრაინის დედაქალაქი მტრის მორიგი საჰაერო თავდასხმის ქვეშ მოექცა" - განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S