Accentnews.ge
ესტონეთი უკრაინას იარაღის ახალ პაკეტს გაუგზავნის

ესტონეთი უკრაინას იარაღის ახალ პაკეტს გაუგზავნის

21/04/2023 06:56:59 მსოფლიო

ესტონეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეიარაღების დამატებით პაკეტს გამოუყოფს, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება და ვაცნობე ახალ მთავრობას, რომ ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას გაუგზავნის 155 მმ-იან ჭურვებს, როგორც ჩვენს წილს ევროკავშირის შეთანხმებაში, რომელიც უკრაინისთვის 1 მილიონი ჭურვის გაგზავნას ითვალისწინებს, ასევე ღამის ხედვის მოწყობილობებსა და 5.56 მმ საბრძოლო მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

მარტში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მომავალი 1 წლის განმავლობაში ერთ მილიონ ჭურვს გაუგზავნიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S