სლოვენია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროგრამას უერთდება
21/04/2023 06:39:51 მსოფლიო
სლოვენია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროექტს შეუერთდება.
სლოვენიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება აყალიბებს პროექტის წევრი ქვეყნების მონაწილეობის ჩარჩოებს და შეიცავს დებულებებს მიზნებთან, ფინანსებთან, ადმინისტრირებასთან, კონტრაქტებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. იგი ასევე განსაზღვრავს სენსიტიური მონაცემების დაცვას, ახალი წევრების შეერთებას და ა.შ.
სლოვენიის თავდაცვის მინისტრმა მარიან სარეჩმა ინიციატივაში მონაწილეობის შესახებ შესაბამის შეთანხმებას ხელი ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან უნდა მოაწეროს.
ამ დროისთვის ამ პროექტის მონაწილეა ევროკავშირის 23 წევრი ქვეყანა და ასევე ნორვეგია.


