უკრაინა – მტრის 10 "დრონიდან" 8 ჩამოვაგდეთ
21/04/2023 06:06:34 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-136 ტიპის 10 დრონი გამოიყენეს, მათგან 8 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„ღამით მტერმა Shahed-136 ტიპის დაახლოებით 10 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა, რომელთაგან 8 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხელ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დრონებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი.


