Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოგერიებულია რუსეთის 60-ზე მეტი შეტევა

უკრაინის გენშტაბი – ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოგერიებულია რუსეთის 60-ზე მეტი შეტევა

21/04/2023 06:04:01 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 23 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 49-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.

გენშტაბის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 60-ზე მეტი შეტევა. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქ ბახმუტისთვის.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S