
რუსულმა სუ-34–მა რუსულ ქალაქში ბომბი ჩამოაგდო, არიან დაჭრილები
21/04/2023 05:51:45 მსოფლიო
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სადაც 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ბომბი ჩამოაგდო, – იუწყება რუსული სახელმწიფო მედია. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიჭრა 2 ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ ბომბის ჩამოგდების შედეგად ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 20-მეტრიანი ორმო გაჩნდა.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქალაქ ბელგოროდში რუსული ბომბი ჩამოვარდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
"ბელგოროდის თავზე საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან სუ-34 მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის გადაუდებელი გაშვება. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს“, – იუწყება თავდაცვის სამინისტრო.