ევროპარლამენტმა კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა
20/04/2023 19:30:15 მსოფლიო
ევროპარლამენტი გმობს რუსეთის სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერ ვლადიმირ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს. შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტმა 20 აპრილს მიიღო.
ამავე რეზოლუციით ევროპარლამენტარებმა დაგმეს ალექსეი ნავალნის პატიმრობის გაგრძელება მმკაცრი რეჟიმის კოლონიაში და მისი გათავისუფლებაც მოითხოვეს.
ევროპარლამენტარები გმობენ "რუსეთის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ესკალაციას და ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს მთავრობის კრიტიკოსების, უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ." ცალკე ევროპარლამენტი მოუწოდებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დაუყოვნებლივ გამოიძიოს რუსეთში" პოლიტიკური ოპონენტების არაადამიანური პატიმრობის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები."
გასულ კვირაში რუსეთის და ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეს, კრემლის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსს, ჟურნალისტ ვლადიმირ კარა-მურზას 25–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


