Accentnews.ge
„ვაგნერი“ ჩინეთსა და თურქეთში ეძებდა იარაღს – Financial Times

„ვაგნერი“ ჩინეთსა და თურქეთში ეძებდა იარაღს – Financial Times

20/04/2023 18:24:02 მსოფლიო

რუსული დაჯგუფება „ვაგნერი“ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინეთს წარუმატებლად სთხოვდა იარაღის მიწოდებას,– იუწყება Financial Timesპენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა.ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, პუტინთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებული კომპანია „ვაგნერის“ წარმომადგენლები 2023 წლის დასაწყისში ჩინეთში ცდილობდნენ საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობების შეძენას, თუმცა, იანვრის დასაწყისის მდგომარეობით, ჩინეთს „ვაგნერისთვის“ არანაირი იარაღი არ გაუგზანია ცდებისთვისაც და არ ჰქონია რუსულ კერძო სამხედრო კომპანიასთან არანაირი კონტაქტი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტებში ასევე საუბარია „ვაგნერის“ მიერ მოსკოვის სხვა მოკავშირე ქვეყნებისგან – ბელარუსისგან და სირიისგან იარაღის წარმატებული შეძენა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ იანვრის დასაწყისისთვის ბელარუსმა უკვე მიაწოდა დაპირებული იარაღის 50% და შესთავაზა ყუმბარმტყორცნებისთვის 300 ათასი ჭურვის გაგზავნა. „ვაგნერის“ მებრძოლებმა ასევე შეიძინეს სირიაში ექვსი ყუმბარმტყორცნი და 180 ყუმბარა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, პრიგოჟინის კომპანია თურქეთშიც ცდილობდა უპილოტო საფრენი აპარატების, რადიოელექტრონული სისტემების, საარტილერიო დანადგარების შეძენას, თუმცა თურქულმა მხარემ „ვაგნერს“ აცნობა, რომ მოთხოვნილი შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნაწილის ექსპორტირება არ შეუძლიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S