
ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები შევიდნენ
20/04/2023 17:51:57 საზოგადოება
ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, მას მოქალაქეებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბიზნესცენტრში ე.წ. ქოლცენტრები იყო განთავსებული და მიმართა ცენტრის ადმინისტრაციას, კონკრეტულად რომელი კომპანიები ოპერირებდნენ "ატრიუმში". თუმცა, როგორც ფარულავა ამბობს, ინფორმაცია არ მიაწოდეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ:
"ადმინისტრაციასთან გვქონდა კომუნიკაცია, მოეცათ ინფორმაცია, რა ტიპის კომპანიები ოპერირებენ ადგილზე. ცხადია, მათ არ მოგვაწოდეს და ჩვენ პოლიციას ჩვენი ვარაუდი გავუზიარეთ. შემდეგ პოლიცია როგორც ჩანს, დაინტერესდა. იმედია, თუ ადგილობრივი გამოძიება ეროვნულ დონეზე არ გამოარკვევს მფარველებს, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო გამოძიება აუცილებლად გავა მფარველების კვალზე".
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე ტარდება.
ამ დროისთვის ოფიციალურად არ კონკრეტება, რა საქმეს უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები.