ილონ მასკის მსოფლიოში ყველაზე დიდი რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა
20/04/2023 17:01:33 მსოფლიო
ილონ მასკის კომპანია „სფეის იქს“-ის მიერ შექმნილი რაკეტა „სთარშიფი“ სატესტო ფრენის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.
წინა კვირას რაკეტის გაშვება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. ფრენა დღეს ტეხასის შტატის კოსმოდრომიდან, ადგილობრივი დროით დილის 8:33 სთ–ზე დაიწყო, თუმცა რამდენიმე წუთში აფეთქებაც მოხდა.
„სფეის იქს“-ში ჯერ კიდევ ფრენამდე აღნიშნავდნენ, რომ წარმატების შანსები დაბალი იყო და ფრენის მიზანი ინფორმაციის შეგროვება იყო.
როგორც „გარდიანი“ წერს, „სთარშიფი“ შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი მარსზე გაფრენის წამოსაწყებად. სიგრძეში რაკეტა დაახლოებით სამ სამოქალაქო ავიალაინერს უტოლდება და 10 მეტრით მაღალია რაკეტა „სატურნ V“-ზე, რომლითაც 1969 წელს ამერიკელები მთვარეზე გაფრინდნენ.


