Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი: "უმუშევრობა მართლაც ისტორიულ მინიმუმზეა"

ფინანსთა მინისტრი: "უმუშევრობა მართლაც ისტორიულ მინიმუმზეა"

13/11/2019 15:15:53 ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა თავად მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი იანგარიშება, სრულყოფილი არ არის. 

"უმუშევრობა მართლაც ისტორიულ მინიმუმზეა და ჩვენ ამაში არ ვიტყუებით, მართლები ვართ, თუმცა არის ჩვენს სტატისტიკურ მონაცემებში 2000 და 2001 წლების მაჩვენებლები, როდესაც უმუშევრობა ყველაზე დაბალი იყო. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მაგ პერიოდის სტატისტიკური ნაჩვენებლების სანდოობა მაღალი არ არის და თუ ეგ გვეთვლება ტყუილში, შეგვიძლია ვაღიაროთ, თუ - არა, 2002 წლის შემდგომ, 2003 წლიდან უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. ეს უფრო გლობალური პრობლემაა, თუ მეთოდოლოგიას გადავხედავთ, მაგრამ უნდა ითქვას ის, რომ ჯერჯერობით, კარგა ხანი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ვიამაყოთ იმ დაბალი უმუშევრობის მონაცემით, რომელიც ნორმალურ, ჯანსაღ ქვეყანას უნდა ჰქონდეს, თუმცა დინამიკის არაღნიშვნა, ასევე მგონია, რომ სწორი არ იქნება და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S