
სტოლტენბერგი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემა ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება
20/04/2023 13:29:04 მსოფლიო
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისა და უსაფრთხოების გარანტიების თემა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "უკრაინის მომავალი ნატო-შია და ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე“.
"ალიანსი ამჟამად უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული", – დასძინა მან.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ივლისის სამიტზე ნატოს მოკავშირეებისგან ელის, რომ უკრაინის დახმარების პაკეტის შემდგომ გაძლიერებაზე შეთანხმებას მიაღწევენ.