
თამარ ბარკალაია - გაერო-ს ბავშთა ფონდის კვლევის მიხედვით, ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების კუთხით დადებითი დინამიკაა
20/04/2023 13:25:35 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას შეფასებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების კუთხით დადებითი დინამიკაა.
„კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოება ადრინდელზე უკვეთ არის ინფორმირებული ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების მკაცრი რეაგირება, ბავშვისა და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე. კვლევის მიხედვით, 2018 წლიდან 2022 წლამდე, 66% -დან 29.4% -მდეა შემცირებული ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება; 31%-დან 4.8%-მდე შემცირდა ფიზიკური დასჯა; 5%-დან 0.1%-მდე შემცირებულია სასტიკი ფიზიკური დასჯა“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის სამედიცინო სერვისები და ხარისხიც, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის უზრუნველყოფს.
„ეს არის მუშაობის და გატარებული რეფორმების შედეგი, რაც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში გამოიხატება. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად გეოგრაფიული ბარიერები კვლევაში თითქმის არ ფიქსირდება“, – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.