Accentnews.ge
სტოლტენბერგი – უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო–შია

სტოლტენბერგი – უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო–შია

20/04/2023 12:55:41 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივან იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ალიანსშია. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დიდი პატივია კიევში დაბრუნება და პრეზიდენტთან შეხვედრა. უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო–შია და დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ამის მიღწევას. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით დღეს და დიდი ხნის განმავლობაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, "უკრაინის მომავალი ნატოშია და ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება“.

დღეს კიევში იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S