ზელენსკი - დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს
20/04/2023 12:51:08 მსოფლიო
დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვერდის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ვილნიუსში, ივლისში დაგეგმილი სამიტი შეიძლება, გახდეს ისტორიული.
„არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული უკრაინის ნატო-ში მიწვევასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ნატო-ს წევრ ქვეყნებში მოსახლეობის და უკრაინელთა უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს. შეუძლებელია ევროატლანტიკური გარემოს უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე და ეს ხალხს ესმის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნატო-ს ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარებას, მაგრამ გვინდა, გავიგოთ, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიებიც ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს კიევში იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.


