დიუსელდორფის, ჰამბურგისა და კიოლნის აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ
20/04/2023 10:04:08 მსოფლიო
გერმანიაში, დიუსელდორფის, ჰამბურგისა და კიოლნის აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ, – იუწყება გერმანული მედია.
მისი ცნობით, საავიაციო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების პროტესტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და შედეგად 700-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდება.
აეროპორტებში დასაქმებული პირები გერმანიაში გაზრდილი ფასების ფონზე ხელფასების მომატებას ითხოვენ.
როგორც ცნობილია, ხვალ გაფიცვას შტუტგარტის აეროპორტის თანამშრომლებიც შეუერთდებიან. 21 აპრილს ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას გეგმავენ გერმანიის რკინიგზის თანამშრომლებიც.


