Accentnews.ge
2022 წელს ალპების მყინვარების მასა განსაკუთრებით შემცირდა

2022 წელს ალპების მყინვარების მასა განსაკუთრებით შემცირდა

20/04/2023 09:55:17 მსოფლიო

2022 წელს ალპების მყინვარების მასა განსაკუთრებით შემცირდა, – აცხადებენ ევროკავშირის, დედამიწის მეთვალყურეობის პროგრამა „კოპერნიკუსის“ თანამშრომლები.

მათი გამოთვლით, 2022 წელს ყინულის მასა მყინვარებზე ხუთი კუბიკური კილომეტრით შემცირდა, რაც, წარმოდგენისათვის, შეესაბამება ყინულის კუბს, რომლის ერთი წახნაგი ხუთნახევარჯერ მაღალია, ვიდრე ეიფელის კოშკი.

„კოპერნიკუსის“ ცნობით, საგრძნობლად გათხელდა არქტიკის ყინულის შრე. სექტემბერში გრენლანდიაზე ტემპერატურა 8 გრადუსით მაღალი იყოს, ვიდრე საშუალოდ.

პროგრამის მკვლევრების ცნობით, 2022 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო მას შემდეგ, რაც კლიმატის ცვლილებების აღნუსხვა ხდება.

მისი ინფორმაციით, ევროპაში საშუალო ტემპერატურა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა კონტინენტებზე. შედეგად ევროპაში ხშირია გვალვები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S