NATO-ს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
20/04/2023 08:39:06 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა.
მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.
20 აპრილს დილით სტოლტენბერგი დააფიქსირეს კიევის ცენტრში, სადაც მიხაილოვის მოედანზე დაცემულ უკრაინელ სამხედროებს პატივს მიაგებდა.
როგორც ცნობილი გახდა, NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება.
ვიზიტის სხვა გეგმები უცნობია.


