Accentnews.ge
მედიაკოალიცია – აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დაჯარიმება საშიში პრეცედენტია

მედიაკოალიცია – აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დაჯარიმება საშიში პრეცედენტია

20/04/2023 08:14:17 საზოგადოება

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" აცხადებს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებელ აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დაჯარიმება საშიშია პრეცედენტია. "პუბლიკის" დირექტორი და "ტაბულის" ჟურნალისტი სასამართლომ 2200-2200 ლარით დააჯარიმა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება სახიფათო პრეცედენტს ქმნის და მედია გარემოსთვის დამაზიანებელია. ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია მედიაკოალიციის განცხადებაში.

ჟურნალისტები ზურა ვარდიაშვილი ("პუბლიკა") და ბექა ჯიქურაშვილი ("ტაბულა") პოლიციამ 2 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა - იქ იმ დროს ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართებოდა.

არც "პუბლიკის" და არც "ტაბულის" წარმომადგენლებს დაკავებისას პოლიციელებმა სამართალდარღვევათა ოქმში არ ჩაუწერეს, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S