Accentnews.ge
ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი - სუდანში სიტუაცია უცვლელია, ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე არიან

ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი - სუდანში სიტუაცია უცვლელია, ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე არიან

20/04/2023 08:05:39 საზოგადოება

დაახლოებით 40 წუთის წინ ვესაუბრეთ ჩვენ თანამშრომლებს, სიტუაცია არის უცვლელი, ჩვენი თანამშრომლები ისევ უსაფრთხო ადგილზე არიან, წყალი და საკვები პროდუქტები აქვთ, დილიდან ისევ განახლდა შეტაკებები მხარეებს შორის და დაძაბული სიტუაციაა, – ამის შესახებ „ჯეო სქაის“ ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია მზად არის, დასტურის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლების ევაკუაცია.

„მოგეხსენებათ, დღეს მთავრდება მუსლიმანური სამყაროს მარხვა და ხვალ არის მათთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. ყველა მხარე იმედოვნებს, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით მაინც მოხერხდება მხარეებს შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამავდროულად, ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაერო-ს და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეთანხმებას მხარეებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. „ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი რჩება ამ ეტაპზე ადგილზე. ველოდებით საგარეოსგან დადასტურებას მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე და ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია, როგორც კი შეწყდება ცეცხლი“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, კიკნაძემ.

ცნობისთვის: 16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ ომდურმანში, "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სუდანში შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე, დაშავებულების – 2 600-მდე გაიზარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქეა ჩარჩენილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S