Accentnews.ge
NASA უარყოფს, რომ კიევის თავზე მისი თანამგზავრი ჩამოვარდა

NASA უარყოფს, რომ კიევის თავზე მისი თანამგზავრი ჩამოვარდა

20/04/2023 06:13:36 მსოფლიო

NASA უარყოფს, რომ კიევის თავზე მისი თანამგზავრი ჩამოვარდა.

ამ კვირის დასაწყისში სააგენტომ განაცხადა, რომ ოთხშაბათს დედამიწის ატმოსფეროში შევიდოდა მზეზე აფეთქებების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი თანამგზავრი RHESSI, რომელიც ორბიტაზე 2002 წელს გაუშვეს და მუშაობის ვადა ამოეწურა. თუმცა NASA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობ მარგეტმა BBC-ს განუცხადა, რომ კიევის თავზე უჩვეულო ნათების დროს თანამგზავრი ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო და ატმოსფეროში არ იმყოფებოდა არც ერთი სხვა თანამგზავრიც.

მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ და უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ წინასწარი მონაცემებით, კიევის თავზე უცნაური ნათება კოსმოსური თანამგზავრის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

  • კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ჩამოვარდა აშშ-ის კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოს (NASA) თანამგზავრი.

პოპკოს თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემა არ ჩართულა და მხოლოდ განგაში გამოცხადდა ხმელეთზე შესაძლო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

  • უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის საფრთხე არ ყოფილა. უკრაინელი სამხედროების წინასწარი შეფასებით, "კიევის თავზე აფეთქება დაკავშირებული იყო თანამგზავრის/მეტეორიტის ჩამოვარდნასთან".

კიევის ცაზე უჩვეულო ნათება გუშინ, დაახლოებით 22:00 საათისთვის შენიშნეს. ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S