ზელენსკი – უკრაინის ცის დასაცავად უკვე გვაქვს სერიოზული იარაღი, თუმცა კიდევ უფრო ძლიერსაც ველოდებით
20/04/2023 06:04:34 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანას ცის დასაცავად უკვე აქვს სერიოზული იარაღი, თუმცა კიდევ უფრო ძლიერ იარაღსაც ელოდება.
"ცის დასაცავად უკვე გვაქვს ძალიან სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემები. მაგრამ უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ იქნება, კიდევ უფრო ძლიერი იარაღი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
19 აპრილს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ გერმანიისგან მიიღეს Patriot–ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის არმიას რუსეთთან საბრძოლველად სარაკეტო კომპლექსები Patriot-ი გადასცა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.


