Accentnews.ge
დანილოვი: "არანაირი პუტინი ხერსონში არ იმყოფებოდა, ჩვეულებრივი ორეული იყო"

დანილოვი: "არანაირი პუტინი ხერსონში არ იმყოფებოდა, ჩვეულებრივი ორეული იყო"

19/04/2023 19:26:41 მსოფლიო

"არანაირი პუტინი იქ არ იმყოფებოდა. ეს დანამდვილებით არის ცნობილი. იმისთვის, რომ ნამდვილ პუტინთან ისაუბროთ, მინიმუმ 10-15 დღე უნდა გაატაროთ კარანტინში. არანაირი პუტინი იქ არ იყო. ჩვეულებრივი ორეული იყო, რომლებიც არა ერთი ჰყავს - ესეც ასევე ცნობილია", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მას ასეთი ფორმით შეუძლია სადმე ჩასვლა და პუტინს "მალე საკუთარი თავისაც შეეშინდება".

"ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა ჩვენი პრეზიდენტისგან, რომელსაც ფრონტის ხაზზე ვიზიტი, უშუალოდ ჩვენ სამხედროებთან ყოფნა ნებისმიერ დროს შეუძლია. ესაა ჩვენი სხვაობა - სხვაობა ბუნკერის ბაბუა პუტინისგან, რომელსაც მალე საკუთარი თავისაც შეეშინდება" - განაცხადა დანილოვმა.

როგორც მან აღნიშნა, უცხოელ სტუმრებს პუტინთან მაგიდასთან დიდ მანძილზე სვამენ, ხოლო მისი ვიზიტები "მთელი პროცედურაა" სადაც მოსამზადებელი პროცესი "2-3 კვირით ადრე" იწყება და "დიდი ხანია იქ არანაირი ექსპრომტი არ არის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S