აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოუყოფს
19/04/2023 18:34:16 მსოფლიო
აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განცახადა.
პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, მსუბუქი იარაღის ამუნიცია და სხვა საბრძოლო საშუალებები, ასევე დამცავი მოწყობილობები. გარდა ამისა, სახსრების ნაწილი მოხმარდება უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას.
"შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი დემოკრატიისა და საკუთარი ხალხის დასაცავად", – განაცხადა პრეს–სპიკერმა.
შარშან თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიევისთვის ამერიკის მიერ უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების მოცულობამ 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შეერთებული შტატების ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზად არის უკრაინას იმდენ ხანს დაეხმაროს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.


