ოსტინი – დარწმუნებული ვარ, შვედეთი NATO-ს წევრი ივლისამდე გახდება
19/04/2023 18:22:41 მსოფლიო
აშშ–ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ შვედეთი NATO-ს წევრი ივლისამდე გახდება. ამის შესაებ მან იტოკჰოლმში შვედეთის თავდაცვის მინისტრ პოლ იონსონთან საუბრისას განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთი და უნგრეთი გადაწყვეტილებას ივლისამდე მიიღებენ მას", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას ამ დროისთვის მხოლოდ თურქეთი და უნგრეთი აყოვნებენ.


