Accentnews.ge
ბერბოკი - ჩინეთი სულ უფრო ხდება სისტემური მეტოქე, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი და კონკურენტი

ბერბოკი - ჩინეთი სულ უფრო ხდება სისტემური მეტოქე, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი და კონკურენტი

19/04/2023 17:08:38 მსოფლიო

მეტი, ვიდრე შოკისმომგვრელი, – ასე შეაფასა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჩინეთში ვიზიტი.

მისი თქმით, 'ჩინეთი სულ უფრო ხდება სისტემური მეტოქე, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი და კონკურენტი".

ანალენა ბერბოკის თქმით, ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორიცაა.

მისი თქმით, ჩინეთი უფრო რეპრესიული ხდება ქვეყნის შიგნით და აგრესიული – ქვეყნის გარეთ.

როგორც გერმანელმა დიპლომატმა განაცხადა, ჩინეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, იმუშაოს მსოფლიოში მშვიდობისთვის, განსაკუთრებით კი გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინასთან ომში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ გერმანია მიესალმება პეკინის დაპირებას, არ მიაწოდოს რუსეთს იარაღი, თუმცა ბერლინი დააკვირდება, თუ როგორ შეძლებს ჩინეთი ამ დაპირების შესრულებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S