კიმ ჩენ ინმა კოსმოსში პირველი სამხედრო თანამგზავრის გაშვების ბრძანება გასცა
19/04/2023 16:50:38 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კოსმოსში პირველი სამხედრო თანამგზავრის გაშვების ბრძანება გასცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისთვის, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის საფრთხეების დასაძლევად, პრიორიტეტი დაზვერვის შესაძლებლობების გაძლიერებაა.
მედიის ცნობით, ფხენიანში, საჰაერო კოსმოსური განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციაში ვიზიტისას ქვეყნის ლიდერმა თანამგზავრების გეგმის მიხედვით განლაგება მოითხოვა. მან თანამშრომლებს დაავალა, რომ ქვეყნის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სხვადასხვა ორბიტაზე ბევრი სადაზვერვო თანამგზავრი განათავსონ.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ 2022 წლის დეკემბერში სადაზვერვო თანამგზავრის "ფინალური ეტაპის" გამოცდა ჩაატარა. კორეამ თქვა, მზადებას გაშვებისთვის აპრილში დაასრულებს, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.


