Accentnews.ge
ანა მალიარი - ბახმუტში რუსების დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენსას

ანა მალიარი - ბახმუტში რუსების დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენსას

19/04/2023 15:44:22 მსოფლიო

რუსებისთვის ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაცია გახდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

“მათთვის ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციაა, ვინაიდან, მასზე ტექნიკის, შეიარაღების დიდი რაოდენობაა დახარჯული, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდწილად გაანადგურეს, და ისინი იქ უდიდეს დანაკარგებს განიცდიან. და ეს დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენსას”, - განაცხადა მალიარმა.

მისი თქმით, ქუჩის ბრძოლებში მტერი უფრო სუსტია, ამიტომ “ნაცად სირიულ ტაქტიკას” იყენებს და შენობებს მთლიანად ანადგურებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S