ზელენსკი ვოლინში ჩავიდა და მესაზღვრეებს შეხვდა
19/04/2023 14:59:37 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ვოლინში, რომელიც ბულარუსსა და პოლონეთს ესაზღვრება.
„ვოლინი. უკრაინის საზღვარი ბელარუსთან და პოლონეთთან. ჩემთვის პატივია დღეს აქ ყოფნა, ჩვენი მესაზღვრეებისთვის მადლობის გადახდა სახელმწიფო საზღვრების დაცვისთვის, ბახმუტში ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. ვიცი, რა მტკიცედ ვიდექით იქ, გვეჭირა ბახმუტი. ყველანი ვამაყობთ, რომ ასეთი ძლიერი მესაზღვრეები გვყავს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე თათბირი გამართა ვოლინის ოლქში.
გუშინ ზელენსკიმ მოინახულა არმიის პოზიციები ავდეევკასთან, რომელიც ბახმუტთან და მარიინკასთან ერთად ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა რუსეთის ჯარების იერიშებისა, რომლებიც უკრაინის არმიის მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა, განაცხადა პრეზიდენტის ოფისმა.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, რომ უკრაინის კუთვნილ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინ ჩავიდა .


