Accentnews.ge
GVIBA – საზოგადოებრივი ტრანსპორტის 68.2%-ს ტექინსპექტირება არასდროს გაუვლია

GVIBA – საზოგადოებრივი ტრანსპორტის 68.2%-ს ტექინსპექტირება არასდროს გაუვლია

19/04/2023 14:52:54 საზოგადოება

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაციის ( GVIBA) ინფორმაციით, საქართველოში 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსია რეგისტრირებულია.

ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს ინსპექტირებაზე მხოლოდ 18 650 მიკროავტობუსი და ავტობუსი გამოცხადდა. რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 38.8%.

როგორც ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაცია წერს, ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2%.

„მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს", - აცხადებს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S