ყირგიზეთი რუსული კირილიციდან ლათინურ ალფაბეტზე გადადის
19/04/2023 14:41:07 მსოფლიო
ყირგიზეთი რუსული კირილიციდან ლათინურ ალფაბეტზე გადადის. ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი უკვე ორი მოსმენით მიიღო.
როგორც კანონპროექტის წარმდგენმა დეპუტატებმა განმარტეს, ეს აუცილებელია სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის რეფორმისთვის და ყირგიზული ენის დასაცავად.
"ძირძველი ყირგიზული სიტყვები კირილიცით არასწორად იწერება. როგორ ვზარდოთ ამ პირობებში მომავალი თაობები? ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა ენის გადარჩენაა და ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ლათინურ ალფაბეტზე გადასვლით შეგვიძლია" - აღნიშნეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.


