
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
19/04/2023 14:18:15 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5170 ლარი ეღირება, ევრო – 2.7536 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1284 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5197 ლარი ღირდა, ევრო – 2.7651 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1340 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 აპრილს ამოქმედდება.