Accentnews.ge
უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ცოლი შვილების თვალწინ მოკლა

უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ცოლი შვილების თვალწინ მოკლა

19/04/2023 13:28:16 მსოფლიო

უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა რუსმა - ზავოლჟსკის 41 წლის მკვიდრმა ალექსანდრე მ.-მ ცოლი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა, - იუწყება რუსული მედია.

გამოძიების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს მეუღლესთან კონფლიქტი ოუვიდა, რა დროსაც ეს უკანასნკენლი დანით დაჭრა. მოგვიანებით მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მაგრამ ნატალია კ. მედიკოსების მოსვლამდე გარდაიცვალა.

მამაკაცი დაკავებულია, სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლითაა აღძრული.

ირკვევა, რომ ალექსანდრე მ. ომში მოხალისედ წავიდა და ახლა მშობლიურ დაბაში საშვებულებოდ იყო ჩამოსული.

ეს ომში წასული რუსეთის მოქალაქეეების მიერ დაბრუნების შემდეგ მძიმე დანაშაულების ჩადენის პირველი შემთხვევა არაა. ორიოდ დღის წინ ყოფილმა "ვაგნერელმა" გიორგი სიუკაევმა ცხინვალში 38 წლის შშმპ ვალიევი მოკლა. მარტის ბოლოს კიროვის ოლქში მეზობლის მკვლელობისთვის ყოფილი "ვაგნერელი" ივან როსსომახინი დააკავეს. კიდევ ორი მკვლელობა აღირიცხა გასულ წელს: ოქტომბერში სერგეი კორშუნოვმა თანამებრძოლი დანით მოკლა, სერგეი ბატუევმა კი მეგობარი დაახრჩო, დაანაწევრა და ცდილობდა, ღორებისთვის ეჭმია.

ცნობისთვის: ტერორისტულად აღიარებული რუსული გასამხედროებული კერძო დაჯგუფება "ვაგნერი" უკრაინასთან ომისთვის პატიმრებს იბირებდა და ომში წასვლის შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდა. "ვაგნერში" ამ გზით გაწევრიანებულებს შორის ბევრია მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირიც, არიან, მათ შორის, სერიული მკვლელებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S