რუსეთში, ქვანახშირის უმსხვილეს მაღაროში ხანძარია
19/04/2023 13:03:34 მსოფლიო
რუსეთში, ქვანახშირის უმსხვილეს მაღარო რასპადსკაიაში ხანძარია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს შახტაში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაცია და წინასწარი ინფორმაციით, გამოყვანილია 35-მდე მეშახტე.
თუმცა როგორც კემეროვოს ოლქის გუბერნატორი სერგეი ცივილევი აცხადებს, ზუსტი რაოდენობა თანამშრომლებისა, რომლებიც ცეცხლის გაჩენის დროისთვის მაღაროში იმყოფებოდნენ, უცნობია.
ცეცხლი რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში გაჩნდა. მომხდარის მიზეზებზე ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ადგილზე გასამხედროებული სამთო-სამაშველო ნაწილები აგრძელებენ მუშაობას.


