Accentnews.ge
რუსეთის სამ ქალაქში ომის საწინააღმდეგო განცხადებების შემცველი ბილბორდები გამოჩნდა

რუსეთის სამ ქალაქში ომის საწინააღმდეგო განცხადებების შემცველი ბილბორდები გამოჩნდა

19/04/2023 09:56:39 მსოფლიო

რუსეთის ქალაქებში - ეკატერინბურგში, დონის როსტოვში და ულიანოვსკში - 18 აპრილს გამოჩნდა ბილბორდები, რომლებზეც ეწერა რუსი სამხედროების და მათი ნათესავების ჩივილების ტექსტები უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული ომის შესახებ.

ტექსტები მოიცავდა განცხადებებს გამოუცდელი ჯარისკაცების ფრონტის ხაზზე გაგზავნაზე "საზარბაზნე ხორცად", და "დიდ ადამიანურ დანაკარგებზე" მიმდინარე ომში.

ეკატერინბურგის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტექსტები გამოჩნდა მას შემდეგ, რაც უცნობმა პირებმა ჰაკერულად შეაღწიეს სარეკლამო სისტემაში. დანარჩენი ორი ქალაქის ხელმძღვანელობა ჯერ–ჯერობით არ გამოხმაურებია წარწერების გამოჩენას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S